ახალი ამბები
მოხისის დევნილთა დასახლებაში დატბორილ სარდაფებს მეორე დღეა ასუფთავებენ
მოხისის მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები სანიაღვრე სისტემების არარსებობის გამო ეტბორება. 20-მდე სახლში წყალი გუშინ, წვიმის შემდეგაც შევარდა.

ადგილობრივებს მსგავსი პრობლემები 3 წელია რაც აქვთ თუმცა, ხელისუფლება ამით, როგორც თავად ამბობენ არ ინტერესდება.

მოსახლეობა ამჯერადაც  იძულებული გახდა დატბორილ სახლებში დაგროვილი წყალი საკუთარი ძალებით ამოეტუმბათ. მათი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ისინი მოხისელების მიმართვაზე არ რეაგირებენ.

მოსახლეობა ეჭვობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოხისელებს სჯის, რადგან თვითმართველობის არჩევნებზე სოფელში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები