ახალი ამბები
გორის IX სკოლის მოსწავლის ნახატი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია
გორის IX საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლის ზურაბ გვიმრაძის ნახატი წყლის თემაზე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან თანამშრომლობით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივითა და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით, წყლის თემაზე ბავშვთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილე გამარჯვებული მოსწავლეების ნამუშევრები გამოვლინდა.

პროექტში საქართველოდან გორის, ასევე აზერბაიჯანის, ჩინეთის, თურქეთისა და ინდოეთის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო ჟიურის მიერ გამოცხადებული კონკურსი საგანმანათლებლო კამპანიის - ,,გავუფრთხილდეთ წყალს" ფარგლებში ჩატარდა.

პროექტს, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გარემო და განვითარება"" ახორციელებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები