ახალი ამბები
გორში ,,პოლიციის დღეს" მამაკაცმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
გორის სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა იმ მამაკაცს, რომელმაც პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე ნინო გერგაულმა მიიღო.

მამაკაცი სამართალდამცველებმა, 31 მაისს, პოლიციის დღეს დააკავეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დაკავებულს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა.

სამართალდამცველებთან დაპირისპირების მიზეზი და მოტივი უცნობია. კორონავირუსის გამო, გორის სასამართლო სხდომები კვლავ დისტანციურად მიმდინარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები