ახალი ამბები
6-წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
6-წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ საღამოს ხიდისთავის შესასვლელში მანქანა დაეჯახა, სტაბილურია.

ამის შესახებ qartli.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს. გორის შს სამმართველოს ხიდისთავის განყოფილების თანამშრომლებმა გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს, რაც საგზაო წესების დარღვევას გულისხმობს.

ბავშვი ჯერ გორმედის კლინიკაში, შემდეგ თბილისის ბავშვთა საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანეს. დაშავებულმა დამწვრობაც მიიღო, რადგან ის მანქანის მაყუჩის (ე.წ. გლუშიტელი) ქვეშ მოექცა.

,,აღენიშნება ზედა და ქვედა კიდურების დაჟეჟილობა, დაზიანება თავის არეში, თერმული დამწვრობა ბეჭების მიდამოში. 6 წლის პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური კვლევები, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება" - განუცხადა ექიმმა ლექსო ხეთაგურმა ჟურნალისტებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები