ახალი ამბები
სადგურის დასახლებაში საკანალიზაციო მილი ერთ კვირაზე მეტია დაზიანებულია
გორში სადგურის დასახლებაში არსებულ მთავარ მაგისტრალზე საკანალიზაციო მილი ერთ კვირაზე მეტია დაზიანებულია.

ასფალტის საფარმა დეფორმაცია განიცადა და, როგორც ადგილობრივები ამბობენ, შესაძლოა ჩაინგრეს.

პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი.

,,იმის გამო, რომ მაგისტრალი არ წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზას, სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება რეგიონალური განვითარების სამინისტროსა და წყალმომარაგების კომპანიის კომპეტენციაში შედის" - აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.

აღნიშნული მაგისტრალი გორი-კასპი-ზაჰესის მიმართულებას ეკუთვნის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები