ახალი ამბები
სოფელ ერედვთან მანქანა გზიდან გადავარდა
ცხინვალის რაიონის სოფელ ერედვთან ავტომანქანა გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა. დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,რესი" ავრცელებს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებით, მგზავრები ვაზ 2107 მარკის ავტომანქანაში ისხდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები