ახალი ამბები
ბერბუკის დევნილთა დასახლებაში აქცია გაიმართა
დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფელში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. ამის მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონი აცხადებს, რომ ცხაურებში (სანიაღვრე არხის გადასასვლელი) ჩავარდა და ხელი მოიტეხა.

მათი თქმით, საშიშია ასევე ბავშვებისთვის, რადგან შესაძლოა ბავშვიც ჩავარდეს.

საპროტესტო აქცია ბერბუკის დევნილთა დასახლებაში გაიმართა. მოგვიანებით მათთან სხვა მოსახლეებიც მივიდნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების აპროტესტებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები