ახალი ამბები
ფინკა ბანკმა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო [R]
ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება

30 მაისს, ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ამ ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანიისგან “ფინკა ბანკმა” მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად 15 მილიონი ლარი მიიღო.



Symbiotics-ის  შესახებ

სიმბიოტიკსი წარმოადგენს წამყვან საინვესტიციო პლატფორმას, რომელიც ორიენტირებულია განვითარებად ბაზრებზე მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა და დაბალი შემოსავლის მქონე საოჯახო მეურნეობების დაფინანსებაზე.  2005 წლიდან სიმბიოტიკსმა 90-მდე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ფინანსურ ბაზრებზე 450-მდე კომპანიისთვის 4000-მდე საინვესტიციო შეთანხმება გააფორმა, რომლის ღირებულებამ 5.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ინვესტიციები განხორციელდა 25-ზე მეტი საინვესტიციო მანდატის მიხედვით და 50-ზე მეტი ე.წ. მესამე მხარის სპეციალიზირებული კაპიტალის მართვის მენეჯერების მიერ, რაც ასეთ ტრანზაქციებისთვის მზარდ ეკოსისტემასა და ბაზარს ქმნის.

ფინკა ბანკი საქართველოს შესახებ

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance-ის საერთაშორისო საფინანსო ქსელის წარმომადგენელია საქართველოში. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 20 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

ფინკა ბანკს მიკრო დაფინანსების სფეროში წამყვანი პოზიცია უჭირავს. ბანკის კლიენტების 70% სოფლად მცხოვრებია, რომელთაც პოტენციურად კვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა აქვთ. სს ფინკა ბანკი საქართველო აქტიურად თანამშრომლობს სერვისის სხვა მომწოდებლებთან, რათა კლიენტებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის სათანადო პროდუქტები და მომსახურება შესთავაზოს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები