ახალი ამბები
ცხინვალში მდინარეების ბიოლოგიური შემოწმება დაიწყეს
დღეს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მდინარეებიდან წყლის სინჯები აიღეს და შესამოწმებლად ლაბორატორიაში გაგზავნეს.

ცხინვალის ,,კგბ"-ს მტკიცებით, ოფიციალური თბილისი სხვადასხვა დაავადებების გავრცელებას ცდილობს.

სააგენტო ,,რესის" ცნობით, ამას წინ 1 და 3 ივნისს, პროვოკაცია უძღოდა. კერძოდ, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა ზნაურის რაიონში ორი საფრენი აპარატი გაუშვეს, რითიც საჰაერო სივრცე ,,დააღვიეს".

ამის შემდეგ, არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მდინარეებიდან სინჯების აღება გადაწყვიტა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება თვლის, რომ ლუგარის ლაბორატორიის არსებობა დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ლუგარის ლაბორატორიის საწინააღმდეგო განცხადებები მას შედეგ გააქტიურეს, რაც მოსკოვმა ლაბორატორიაში მონიტორინგის უფლება მოითხოვა.

იხ. ამავე თემაზე

,,სამხრეთ ოსეთი შეშფოთებულია ლუგარის ლაბორატორიის მუშაობით" - მედოევი

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები