ახალი ამბები
გორსა და ხაშურში, ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსების პროცესი დაიწყო
გორსა და ხაშურში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება, აღმოსავლეთ საქართველოში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს 4 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ.

ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

გორსა და ხაშურში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ახალაშენებულ კორპუსებში უკვე შესყიდული აქვს 16 ბინა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მენაშენეების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც სააგენტო გორში ბინებს დამატებით შეისყიდის.

აღნიშნული საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახებს, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემათ.

დევნილი ოჯახები განაცხადებს ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეავსებენ. აუცილებელია ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა პორტალზე - WWW.MY.GOV.GE.

მომსახურების ველში იძულებით გადაადგილებულმა პირმა უნდა აირჩიოს - სერვისები დევნილთა და ეკომიგრანტთათვის.

განაცხადების შევსება ასევე შესაძლებელია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე:
ზუგდიდი - აღმაშენებლის ქ.N106;
ქუთაისი - აბაშიძის გამზ. N27;
გორი - სამების ქ.N1;
რუსთავი - ცურტაველის ქ.N5ა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები