ახალი ამბები
ქარელში ,,ცხელების ზონა" მოიხსნა
5 ივნისიდან ქარელში ,,ცხელების ცენტრი" ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.

შიდა ქართლის გუბერნატორი სპეციალურ შეხვედრას 5 ივნისს გამართავს, საზოგადოებას ცხელების ზონის შედეგებს გააცნობს, კერძოდ რამდენი პაციენტის მართვა მოხდა, რამდენს ,,პსრ" და სწრაფი ტესტი ჩაუტარდა და ა.შ.. ეს მონაცემები 19 აპრილიდან 1-ელ ივნისამდე პერიოდს მოიცავს.

,,გორმედის" ქსელის ქარელის ცენტრალური საავადმყოფო, ე.წ. ცხელების ზონად, 19 აპრილიდან იყო გამოცხადებული. თუმცა, 5 ივნისიდან ცხელების მქონე პაციენტების მიღებას კვლავ გააგრძელებს, რომელთა მკურნალობა სპეციალურ ბოქსირებულ პალატებში მოხდება.

,,კლინიკა ყველა არსებული რეკომენდაციის დაცვით, მრავალპროფილური დატვირთვით მოემსახურება პაციენტებს." - აცხადებენ გუბერნიაში.

ქარელში, კორონავირუსის პრევენციიის მიზნით, მკაცრი ღონისძიებები გატარდა, რადგან სასულიერო პირები მრევლს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიმართ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდნენ. საპასუხოდ, ქარელის საავადმყოფო, მთლიანად, ცხელების ზონად გამოცხადდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები