ახალი ამბები
ცხინვალის საპატიმროდან 6 ადამიანი დაჭრილი გამოიყვანეს
ცხინვალის კოლონიიდან 6 დაჭრილი ადამიანი გამოიყვანეს, რომლებმაც, ოსური მედიის ცნობით, თვითდაზიანებები მიიყენეს. ამის შესახებ განცხადებას დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტრო ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლებმა აკრძალული ნივთები ამოიღეს, მანამდე კი, კოლონიაში მყოფმა პირებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და საკვებზე უარი თქვეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულებმა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს წინააღმდეგობა გაუწიეს, ხოლო დაზიანებები თავადვე მიიყენეს.

6 დაშავებული გადაყვანილია ცხინვალის საავადმყოფოში. დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტთან პატიმრების მშობლები მივიდნენ, რომლებიც ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის მიღებას ითხოვენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები