ახალი ამბები
გორში ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს გირაო შეუფარდეს
გორში ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს გირაო შეუფარდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა მიიღო.

სასამართლო სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. პატიმარი გადაწყვეტილებას წინასწარი დაკავების იზოლატორში გაეცნო. ადვოკატის შუამდგომლობა, რომლის მიხედვით ბრალდებული არ მიემალება პოლიციას და ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ფაქტი 3 ივნისს მოხდა. გამოძიების ვერსიით, მამაკაცმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მეუღლეს მიაყენა.

წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" პუნქტით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები