ახალი ამბები
ცხინვალში ,,იუსტიციის მინისტრის" ბინას ქვები ესროლეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის იუსტიციის მინისტრის ბინას ქვები ესროლეს.

ზალინა ლალიევი თაბოლოვის ქუჩაზე ცხოვრობს.
მისი სახლის მინები ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ჩაამსხვრიეს.

წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი იმ პატიმრების ახლობლებმა ჩაიდინეს, რომლებიც წინა დღის ციხის კოლონიაში დაიჭრნენ. ცნობილია, რომ ,,ომონის" სპეცოპერაციისას ციხეში  6 ადამიანი დაშავდა. 

დე- ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ინციდენტი მაშინ დაიწყო, როდესაც პატიმარ ყულუმბეგოვის საკნიდან 2 ტელეფონი ამოიღეს. 

ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ის კრიმინალების მმართველობას არ შეეგუება. დე-ფაქტო პრეზიდენტმა პატიმრების მშობლებს აუხსნა, რომ მათმა შვილებმა თვითდაზიანებები მიიყენეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები