ახალი ამბები
ქარელში შვილიშვილის ცემის ფაქტზე 80-წლის მამაკაცი დააკავეს
ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1940 წელს დაბადებული ა.კ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ქარელში დააკავეს.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მამაკაცმა ფიზიკურად იძალადა თავის შვილიშვილზე - 2006 წელს დაბადებულ მ.კ.-ზე.

ბავშვმა ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდა სოციალურ მუშაკს, რომელმაც აღნიშნულის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები