ახალი ამბები
ანატოლი ბიბილოვისთვის ერგნეთში კოღოებისგან და ჭიაყელებისგან სინჯები აიღეს
დღეს ერგნეთში სამოქალაქო თავდაცვის ლეგიონის მოხალისეებმა პერფორმანსი გამართეს. სპეციალური ტანსაცმლით აღჭურვილი მოხალისეები ბაღებისგან და სარწყავი არხებიდან სინჯები აიღეს.

მათთვის ძირითად ინტერესს კოღოები, ჭიაყელები და სხვადასხვა სახეობის მწერები წარმოადგენდნენ. ლეგიონის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინი აცხადებს, რომ აქცია-პერფორმანსი იმ აბსურდულ ბრალდებების საპასუხოდ ჩაატარეს, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა განაცხადეს.

,,საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის მოხალისე ეპიდემიოლოგებმს და ვირუსოლოგებმს გაუმარტივედ ანატოლი ბიბილოვს საქმეს და ქართული წარმოშობის კოღოებისა და სხვა მწერების ყელიდან აღებულ ნაცხებს შეუგროვებენ.
ამ პროცესში დაცული იყო ნიმუშებისა და ნაცხების აღების ყველა წესი. საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის მთავარი ეპიდემიოლოგი ჩაცმულაია სპეციალურ ქიმიურ კომბინიზონში. ხოლო დანარჩენები შესაბამის სამედიცინო ტანსაცმელში." - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

მოგროვილ მასალას მოხალისეები ერგნეთში, საოკუპაციო ზოლთან დაუტოვეს ანატოლი ბიბილოვს.

შეგახსენებთ, 4 ივნისს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მდინარეებიდან წყლის სინჯები აიღეს და შესამოწმებლად ლაბორატორიაში გაგზავნეს.

ცხინვალის ,,კგბ"-ს მტკიცებით, ოფიციალური თბილისი სხვადასხვა დაავადებების გავრცელებას ცდილობს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება თვლის, რომ ლუგარის ლაბორატორიის არსებობა დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ლუგარის ლაბორატორიის საწინააღმდეგო განცხადებები მას შედეგ გააქტიურეს, რაც მოსკოვმა ლაბორატორიაში მონიტორინგის უფლება მოითხოვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები