ახალი ამბები
გორში მამა-შვილს ბრალი წაუყენეს
გუშინ, კომბინატის დასახლებაში, ოჯახური კონფლიქტი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მამა-შვილის მიმართ გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო.

ინიციდენტის შესახებ პოლიციას დიასახლისმა შეატყობინა, რომელმაც გვითხრა, რომ მას შემაკევებელი ორდერის გამოწერა სურდა:

,,მე იმიტომ კი არ გამოვიძახე, რომ დაკავება მომხდარიყო. შემაკავებელი ორდერის გამოწერა მინდოდა" - აცხადებს დიასახლისი.

შემთხვევა დაახლოებით 23 საათზე ყოფილ ნარკოლოგიურის შენობაში მოხდა. იქვეა დევნილთა მრავალსართულიანი კორპუსები, რომლის მოსახლეობის თვალწინ ინციდენტი მოხდა.

,,ისეთი საშინელი ყვირილი იყო, მთელი კორპუსი გარეთ გამოვედით. პოლიციელებმა ერთი ბიჭი მოკუნტული ჩააგდეს მანქანაში. ვერც ვიგებდით, რა ხდებოდა. ყვირილი, გნიასი, სიგნალები, ცემა-ტყეპა საშინელი ხმაური იყო" - აცხადებს თვითმხილველი.

შს სამინისტრომ წინასწარი მოკვლევა დაასრულა:

,,აღნიშნული პირები დაკავებულები არიან წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის გამო, თუმცა პარალელურად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს" - აცხადებენ შსს-ს პრეს-სამსახურში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები