ახალი ამბები
,,ტყვილი ცილი მომდეს" - ანტიბოლშევიკური წარწერა გუდალეთში
სოფელ გუდალეთში საფლავის ქვა ვნახეთ, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებშია გაკეთებულია და საინტერესო წარწერა აქვს:

,,მე ვარ კოლა გლეხიშვილი, გუდალეთში მცხოვრებელი... აქ გავიზარდე და ვმართე. 35 წლის გავხდი და ტყვილი ცილი მომდეს" - ასეთია ქვაზე ამოტვიფრული წარწერის შინაარსი. 



იქვეა მითითებულია დაკრძალვის თარიღი, სავარაუდოდ, 1931 წელი. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში ბოლშევიკური ხელისუფლება მდიდარ გლეხებს აკულაკებდა და ქონებას ართმევდა. 

ამავე ქვაზეა ამოტვიფრული ვენახის გამოსახულება - ვაზი. დიდი ალბათობით, ეს ის ვენახებია, რომელიც ამ გლეხს ჩამოართვეს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები