ახალი ამბები
ქერეში ახალი 9-კლასიანი სკოლა აშენდება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეში ახალი სკოლა აშენდება.

ამის თაობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1,2 მლნ ლარი გამოყო. ტენდერი გამოცხადდა, ხოლო გამარჯვებული კომპანია ობიექტის მშენებლობას 11 თვეში დაასრულებს.

9-კლასიანი სასწავლებელი ,,ბუილდ დიზაინის" სტანდარტებს უნდა აკმაყოფილწბდეს.

ქერეში სასწავლო პროცესი თითქმის 2 წელია შეწყვეტილია. მოსწავლეები მეზობელ სოფლებში არიან გადანაწილებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები