ახალი ამბები
გორში მამაკაცი დაჭრეს
გორში, კომბინატის დასახლებაში ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით 18 საათზე მოხდა.

ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, მამაკაცი მხარშია დაჭრილი.

,,ბიჭი სავარაუდოდ, ძაღლთა თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიასთან დაჭრეს. ბევრი სისხლი ქონდა დაკარგული. როგორც ვიცი, პოლიციამ დამნაშავეც დააკავა,"-გვითხრა ადგილობრივმა.

ამ წუთებში, დაჭრილ მამაკაცს ,,გორმედის" კლინიკაში ოპერაცია უკეთდება.

,,ახალგაზრდა მამაკაცს მხარის მიდამოში აღენიშნება ჭრილობა. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, კერძოდ, მხარის არტერიის პლასტიკა რევერსირებული აუტო-ვენით. პაციენტთან გამოხატული იყო მძიმე ჰიპოგლიკემიური შოკი. ოპერაცია 5 საათის მანძილზე ტარდებოდა ამჟამად პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა" - აცხადებს ექიმი გიორგი გივიაშვილი

შს-სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
Print
თეგები: შსს / დაჭრა / გორი /

სტატიის გამოყენების პირობები