ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 გამოჯანმრთელდა
საქართველოში, ბოლო მონაცემებით, ვირუსისგან კიდევ 9 პაციენტი განიკურნა და საერთო რაოდენობამ 683 ადამიანი შეადგინა.

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა კი, 1-ით გაიზარდა და 810-ს მიაღწია.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ და დღეს ორი ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან, ორივე არის საკარანტინო სივრციდან:

,,მინდა გითხრათ, რომ გუშინ გვყვავდა 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა, დღეს დაემატა კიდევ 1. მთლიანობაში
ამ ეტაპზე ქვეყანაში არის 810 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებეულების რიცხვიც გაიზარდა, გუშინ 11 გამოჯანმრთელებული იყო, დღეს დაემატა 9, ანუ ქვეყანაში ამჟამად გვყვავს 683 გამოჯანმრთელებული ადამიანი. ამ მნაცემების გათვალისწინებით, დღეისთვის კოვიდცენტრებში მკურნალობს 114 პაციენტი. გუშინ და დღეს 2 ახალი დადასტურებული შემთხვევები არის საკარანტინო სივრციდან და შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევები,“-განაცხადა ჟურნალისტებთან ეზუგბაიამ.

8 ივნისისი დილის მონაცემებით, კრანტინის რეჟიმში იმყოფება 2915 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 237. ვირუსისგან საქართველოში ამ დრომდე 13 ადამიანია გარდაცვლილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები