ახალი ამბები
გორში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე გუშინ მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი 33 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა.

ოპერაციის დროს ექიმებმა მამაკაცის ზედა კიდური შეუნარჩუნბა შეძლეს.

„პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, კიდური შენარჩუნებულია, იგეგმება კლინიკური კვლევები და შემდგომ გადაწყდება პაციენტის გადაყვანის საკითხი ქირურგიულ განყოფილებაში. კლინიკაში შემოყვანისას მამაკაცს აღენიშნებოდა მხრის არტერიის დაზიანება და ჩაუტარდა პლასტიკა, არტერიის გადანერგვა. ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, - განაცხადა გიორგი გივიაშვილმა.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, მომხდარ ფაქტზე გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 118-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) დაიწყო, შემდგომში გადაკვალიფიცირდა და ახალა 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

დაჭრის ფაქტი გახსნილია. პირი რომელმაც 33 წლის მამაკაცი დაჭრა იდენთიფიცირებულია, პოლიციამ ის გუშინ დააკავა.

იხ. ამავე თემაზე: გორში მამაკაცი დაჭრეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები