ახალი ამბები
ახალი რესტორნები უფლისციხის გზაზე
2020 წლის 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი აღდგება. 1 ივლისიდან კი, ქვეყანა საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვის გახსნის.

უფლისციხე ერთ-ერთი ის ადგილია საქართველოში, სადაც ტურიზმის აღდგენას ყველაზე მეტად ელოდებიან. ბოლო მონაცემებით, 2019 წელს ციხე-ქალაქს 300 000-მდე ადამიანი ეწვია.

უფლისციხეში ტურიზმის ბუმი 2018 წელს დაფიქსირდა. იგივე მოხდა 2019 წელს. 2020 წელს კი, კორონავირუსის პანდემიის გამო, სეზონი ჯერ არ გახსნილა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ყველა მუზეუმი 2020 წლის მარტიდან დაკეტა.

ამ ფონზე კვების ობიექტების სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. 10 კმ-იან მონაკვეთზე ბოლო რამდენიმე წელია არაერთი რესტორანი და კვების ობიექტი გაიხსნა. რესტორნები ამჟამადაც შენდება.

იხ. ფოტოკოლაჟი

1. სოფელი ხიდისთავი - მშენებარე რესტორანი




2. აზნეფთის გზა (ხიდისთავი- უფლისციხეს შორის) - რესტორანი



3. სოფელი უფლისციხე - მშენებარე რესტორანი



4. ძეგლის  მიმდებარე ტერიტორია - რესტორანი 




5. ძეგლის მიმდებარე ტერიტორია - რესტორანი 




6.  ძეგლის მიმდებარედ - რესტორანი 





Print

სტატიის გამოყენების პირობები