ახალი ამბები
ცხინვალის რაიონის სოფელ ტბეთში 3 ადამიანის ნეშტი იპოვეს
უცნობია იმ სამი პირის ვინაობა, ასევე, გარდაცვალების პერიოდი და გარემობები, რომლის ნეშტებიც დღეს ცხინვალის რაიონის სოფელ ტბეთთან ნახეს. 

ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

სააგენტო ,,რესის" ცნობით, ნეშთები თავდაპირველად ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა. შემდეგ კი, მოქალაქემ დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს აცნობა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს ცნობით, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები