ახალი ამბები
ვანო მერაბიშვილი კასპში ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეხვდა
ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს კასპში იმყოფებოდა. სხვადასხვა სოფელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შეხვდა.

ფოტო სოფელ დოესშია გადაღებულია, სადაც ვანო მერაბიშვილი მიიპატიჟეს.

ადგილობრივების ცნობით, მერაბიშვილმა ორგანიზაციის ადგილობრივ ლიდერებსა და კოორდინატორებთან საარჩევნო თემებზე და პერსპექტივებზე ისაუბრა.

სტუმრებს შორის რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელი, ბადრი ბასიშვილიც იმყოფებოდა.

კასპში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ნუგზარ ნონიაშვილი ხელმძღვანელობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები