ახალი ამბები
გორის რესტორანში ჩხუბი მოხდა - დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი
გორში ჩხუბი მოხდა რესტორანში, რომელმაც სამართალდამცველების მობილიზაცია გამოიწვია.

დაახლოებით 12 საათზე ერთმანეთს რამდენიმე ადამიანი დაუპირისპირდა. დაკითხვები გვიან ღამემდე გაგრძელდა.

ჩხუბი იმდენად მასშტაბური იყო, რომ ადგილზე სამმართველოს უფროსი, მოადგილე, განყოფილებების ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.

ჩხუბის შედეგად დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

,,რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულ მამაკაცს დაზიანებული აქვს თავის ქალის ფუძე, ასევე, სახის არეში ძვლის მოტეხილობა აღენიშნება" - აცხადებენ გორმედში.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" პუნქტით მიმდინარეობს (ხულიგნობა). მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, რესტორნების დახურული სივრცე დაკეტილი იყო, ხოლო 2020 წლის 8 ივნისიდან მომხმარებლებისთვის გაიხსნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები