ახალი ამბები
9 ივნისი: კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 9 ივნისის დილის 10 საათის მონაცემებით, დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვმა 818-ს მიაღწია.

8 ახალი შემთხვევეიდან 3 არის ბოჭორიშვილის კლინიკის პერსონალი, 2 შემთხვევის დაინფიცირების წყარო კი გაურკვეველია.

მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ დღეს კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვმა 686-ს მიაღწია, გარდაცვლილია 13, ხოლო კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 2 902 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები