ახალი ამბები
კრიტიკულად მძიმეა 18-წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც გორში რესტორანში სცემეს
კრიტიკულად მძიმეა 18-წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც გორის ცენტრში, რესტორანთან სასტიკაც სცემეს. 

ამის შესახებ qartli.ge-ს კლინიკა გორმედის წარმომადგენელი ესაუბრა. მისი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გვიან საღამოს შეიყვანეს. 

,,რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულ მამაკაცს დაზიანებული აქვს თავის ქალის ფუძე, ასევე, სახის არეში ძვლის მოტეხილობა აღენიშნება" - აცხადებენ გორმედში.

შეგახსენებთ, გუშინ, გვიან საღამოს რეტორანში ჩხუბი მოხდა. შს სამინისტრომ გამოძიება 239-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. წინასწარი ინფორმაციით, მუხლი გადაკვალიფიცირდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები