ახალი ამბები
შავშვების მონაკვეთზე მანქანა გზიდან გადავარდა
ავტობანზე სოფელ შავშვების სიახლოვეს ,,ტოიოტას მარკის" ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. 

წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ,,გორმედის" წარმომადგენლის ცნობით, სტაციონარში არავინ მოუთავსებიათ. 

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები