ახალი ამბები
რესტორანში მომხდარ ფაქტზე მეპატრონეს კითხავენ
ამ წუთებში გორის შს სამმართველოს თანამშრომლები სოფელ ვარიანში, მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის სახლში იმყოფებიან. 

შს სამინისტროს წარმომადგენლები გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. წინასწარი ინფორმაციით, დაკითხვა წუხანდელ ინციდენტს უკავშირდება, რომელიც გიორგი კანდელაკის რესტორანში მოხდა. 

8 ივნისს, გვიან ღამით, რესტორანში ჩხუბი მოხდა. დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გორის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

იხ. ამავე თემაზე:

კრიტიკულად მძიმეა 18-წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც გორში რესტორანში სცემეს

გორის რესტორანში ჩხუბი მოხდა - დაშავებულია ახალგაზრდა მამაკაცი
Print

სტატიის გამოყენების პირობები