ახალი ამბები
მაისში გამყოფ ხაზთან 24 ადამიანი დააკავეს
2020 წლის მაისში, გამყოფ ხაზთან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურისა და რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა 24 ადამიანი დააკავეს.

12 მათგანს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთის, 17-ს კი, - ,,სასაზღვრო რეჟიმის" დარღვევისთვის წაუყენეს ბრალი.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ,,კგბ"-ს წარმომადგენელი, ეკატერინე ბიაზროვი აცხდებს, რომ 4 პირი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს, 3-ს კი გაფრთხილება მისცეს.

ბიაზროვის განმარტებით, აპრილის თვესთან შედარებით, დამრღვევების რაოდენობა 6-ით შემცირდა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები