პოლიციამ რესტორანში 18-წლის ბიჭის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა									
			
				
			
			
			
								გორის პოლიციამ 1998 წელს დაბადებული თ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით ვერსიით,  ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ჯოზეფში",
2001 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ
დაშავებული ე.თ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას
გულისხმობს.			
			
											 
					
სტატიის გამოყენების პირობები