ახალი ამბები
გორში სადგურის დასახლებაში ძაღლის გამო ცოლ-ქმარს სცემეს
გამვლელმა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო, ცოლ-ქმარს სცემა.

შემთხვევა სადგურის დასახლებაში მოხდა. ქალი ყვება, რომ უცნობმა პირმა ძაღლის გამო მიაყენა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა.

უცნობი პირი, როგორც დაზარალებული ყვება, მეზობლისგან გამოვიდა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. 

,,მეც მცემა და ჩემ მეუღლესაც. ძაღლს ვაჩერებდი და ჩვენ დაგვიწყო ცემა" - აცხადებს დაზარალებული.

ხმაურზე მეზობლებიც გამოვიდნენ, რომლებიც აცხადებენ, ცოლ-ქმარს ცუდი ძაღლი ჰყავს და შეწუხებულები არიან.

,,მთელი მეზობლები შეწუხებულები ვართ. ძაღლი რომ გამოეკიდა, ძაღლისთვის არ უნდა დაერტყა? ამათ აქვთ თქმის უფლება და ჩვენ არა?!" - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები