ახალი ამბები
პრემიერ მინისტრი ნიქოზში ფერმერებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიქოზში ფერმერებს შეხვდა. გიორგი მჭედლიძის ნუშისა და კაკლის ბაღებში პრემიერმა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა,

შეხვედრაზე, განსაკუთრებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში არსებული სიტუაცია განიხილეს.

,,აგერ გიორგი [მჭედლიძე] არის კარგი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ასეთი გზების საშუალებით, წარმატებული მოდელის მაგალითზე ახალგაზრდებმა საქმე გააკეთოს ეფექტიანად. ჩვენ როდესაც გადავწყვიტეთ, რომ სოფლის მეურნეობა იყო მეორე დარგი, რომელსაც უნდა მივხმარებოდით. სოფლის მეურნეობას რაც ჰქონდა დაგეგმილი, მოიყვანა, ვაშლი,ყურძენი და ა.შ.

ეს არის დარგი, რომლის დახმარება აუცილებელია. თავი რომ შევინახოთ. ამიტომ დაახლოებით 300 მლნ ლარია გამოყოფილი სოფლის მეურნეობის დახმარებისთვის. მაქსიმალურად სამართლიანად გადავუნაწითლოთ ეს თანხა, ვისაც ეს ჭირდება. შეიძლება უფრო მეტიც ჭირდება, მაგრამ ეს მინიმუმია, რისი დახმარებაც შეგვიძლია. ყველა ბიზნესმენმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სოფლის მეურნეობას უნდა დაეხმაროს, მაგალითად, საწვავის გაიაფდა. 27 ათასმა ფერმერმა გამოიყენა იაფი საწვავი.  კარგად მახსოვს, ვაშლის ბაღებში რომ ვისხედით, ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა, წვეთოვანს რომ მიფინანსებთ, ჭაბურღილიც დამიფინანსეთო. ვიღაც ჭკვიანმა კაცმა გვითხრა და დავუფინანსეთ. სხვა ყველაფერიც იქნება, ეს წუწუნი, ვაიმე ტურისტი როდის ჩამოვა, ვაიმე გადასახადი გამიუქმეთ, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ვეხმარებით სოციალურ დაუცველებს, შემდეგ ჯანმრთელ, განათლებულს ადამიანს უნდა შევუქმნათ პირობები," - განაცხადა გახარიამ. 

შესავალი სიტყვის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდრა დაატოვებინეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები