გორშიგზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ბუნებრივი
აირის მილი დააზიანეს.
ამის გამო რამდენიმე ქუჩაზე ავარიულად გათიშა გაზი.
,,სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზე განმარტებით, ავარიული დაზიანების
გამო, გორის რამოდენიმე უბანს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს დაზიანებული მილის შეკეთება და
მოსახლეობას გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება.
გორში ამჟამად საგზაო სამუშაოებს კომპანია „საგზაო სამშენებლო
სამმართველო №1" აწარმოებს.
სტატიის გამოყენების პირობები