ახალი ამბები
+1 (15) შემთხვევა შიდა ქართლში - სოფელ მეტეხში სანიტარს კორონავირუსი დაუდასტურდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრებ სანიტარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სოფლის წარმომადგენელმა, იოსებ მარღიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სანიტარი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია.

ჯამში, შიდა ქართლში კოვიდინფიცირებულია 15 ადამიანი, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 10 მოქალაქე. ამ დროისთვის, შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულია 5 ადამიანი.

უფრო კონკრეტულად:

1 ქალი - ავეჯის სახლის ,,ემბავუდის" თანამშრომელი,
1 კაცი - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის" თანამშრომელი (,,ემბავუდის" თანამშრომლის მეუღლე)1
1 ქალი - სოფელი ხიდისთავი, (რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდის კლასტერი)
1 ქალი - სოფელი მირიანი (მედდა)
1 ქალი - სოფელი მეტეხი (მედდა)

ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და ჯამში 864 შეადგინა. ერთითაა გაზრდილი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

ამჟამად დაავადების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 161-ს შეადგენს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები