ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 76 შემთხვევაა დადასტურებული
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 76 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 40 ადამიანი. 

ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს. დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. 

,,ბოლო 24 საათის განმავლობაში არც ერთი შემთხვევაა დადასტურებული. 4 შემთხვევა დადასტურდა 13 ივნისს, ოთხიც - გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულნი არიან ორი სამხედრო კურსანტი, 1 მედდა და 1 სამოქალაქო პირი" - აღნიშნულია ,,რესის" განცხადებაში. 

რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, ოთხივე კურსანტი რუსეთიდანაა დაბრუნებული და საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 5 მაისს დაფიქსირდა. ამჟამად, საკარანტინო სივრცეში 252 ადამიანი იმყოფება. მათგან 21 პირი რუსეთიდან ჩამოსული მშენებლები არიან. რაც შეეხება ქალაქებს:

ჯავაში 15 მოქალაქე, ხოლო ახალგორის რაიონში 21 ადამიანი იმყოფება საკარანტინე სივრცეში. ინფიცირებულთა უმრავლესობა რუსეთიდან დაბრუნებული სამხედრო კურსანტები, ასევე, სტუდენტები და სხვა მოქალაქეები არიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები