ის 4 პირი, რომელიც გუშინ საღამოს გორში დააკავეს, წინასწარი
დაკავების იზოლატორში 10 დღემდე ვადით დარჩებიან.
მამაკაცებმა ჯარიმის გადახდას, პატიმრობა არჩიეს. შესაბამისად,
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული პატიმრობა
მოითხოვეს. ჯარიმა 1000-დან 4000 ლარამდე ითვალისწინებს.
მოსამართლის თანაშემწე აცხადებს, რომ პოლიციელებმა სასამართლოში
პატიმრობის მოთხოვნა დააყენეს.
გორის მოსამართლე ნინო შარაძემ ყველა მათგანს პატიმრობა (10-დღემდე
ვადით) შეუფარდა. ადმინისტრაციული სახდელის შესახებ გადაწყვეტილება
მან დღეს მიიღო.
გორის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დაკავებულებს ოქმები,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით,
შეადგინეს, რაც ხულიგნობას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას
გულისხმობს.
გარდა ამისა, ორ შემთხვევაში, დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა კოდექსის სხვა, 173-ე მუხლიც იქნა
გამოყენებული.
პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ხულიგნური ფაქტის აღკვეთისას
სამართალდამრღვევები პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ
ემორჩილებოდნენ, ყვიროდნენ, იგინებოდნენ და წინააღმდეგობას
უწევდნენ.
შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, საქმე როდესაც სასამართლოში
იგზავნება, ინფორმაციის გაცემა უკვე სასამართლოს პრეროგატივაა.
სტატიის გამოყენების პირობები