ახალი ამბები
გორში რესტორან ,,მზარეულებში" ხანძარი გაჩნდა
გორში, სამეფო ქუჩაზე მდებარე რესტორან ,,მზარეულებში" ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სამზარეულოს სავენტილაციო სისტემას გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე თანამშრომლებმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

,,გადავრჩით, ცეცხლი გამწოვს გაუჩნდა" - გვითხრეს მზარეულების წარმომადგენლებმა.

ცეცხლის ალი სახურავამდე ავიდა. მეხანძრეებმა წყლის ჭავლი სახურავზეც გამოიყენეს.

Print
თეგები: გორი /

სტატიის გამოყენების პირობები