ახალი ამბები
კასპის სოფელ მეტეხში სანიტრის ოჯახის 4 წევს კორონავირუსი დაუდასტურდა
კასპის სოფელ მეტეხში სანიტრის ოჯახის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს.

ჯამში, ამ სოფელში ინფიცირების 5 შემთხვევაა დადასტურებული. სანიტარი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს.

შიდა ქართლში კორონავირუსი ამჟამად 9 ადამიანს აქვს დადასტურებული. აქედან:

2 - გორში (ცოლ-ქმარი, ემბავუდისა და კრისტალის თანამშრომლები)
1 - სოფელ ხიდისთავში (მედდის კონტაქტი).
1- სოფელ მირიანში (კასპი, მედდა).
5 - სოფელ მეტეხში (კასპი, მედდა და მისი ოჯახის წევრები)
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები