ახალი ამბები
მეტეხიდან ლუგარის ლაბორატორიაში დამატებით 18 ნიმუში გააგზავნეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ეპიდემიოლოგებმა მუშაობა განაახლეს. დღეს ლუგარის ლაბორატორიაში დამატებით 18 ნიმუში შესამოწმებლად გააგზავნეს.

ეპიდემიოლოგების გააქტიურება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ერთ-ერთ ოჯახში კორონავირუსით 5 ადამიანია დაინფიცირებული.

მათგან ერთ-ერთი რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარია, რომლის მეშვეობითაც, ეპიდემიოლოგების აზრით, ოჯახის დანარჩენი წევრები დაინფიცირდნენ.

შიდა ქართლში კორონავირუსი ამჟამად 9 ადამიანს აქვს დადასტურებული. აქედან:

2 - გორში (ცოლ-ქმარი, ემბავუდისა და კრისტალის თანამშრომლები)
1 - სოფელ ხიდისთავში (მედდის კონტაქტი).
1- სოფელ მირიანში (კასპი, მედდა).
5 - სოფელ მეტეხში (კასპი, მედდა და მისი ოჯახის წევრები).
Print

სტატიის გამოყენების პირობები