ახალი ამბები
შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 67 ნიმუშის პასუხები უარყოფითია
გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები ყველა უარყოფითია.

ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.

გაგზავნილი იყო 67 ადამიანის ნიმუში, მათ შორის, კასპის სოფელ მეტეხიდან, ასევე, სოფლების: მირიანისა და ხიდისთავის მცხოვრებლების ნიმუშები.

შეგახსენებთ, 9 ივნისიდან დღემდე შიდა ქართლში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის:

მეტეხი - 5 
მირიანი - 1
გორი - 2
ხიდისთავი 1
Print

სტატიის გამოყენების პირობები