ახალი ამბები
ქვიშხეთში სასტუმრომ ,,მწერლები“ ფუნქციონირება დაიწყო
შიდა ქართლის რწმუნებულის პრესსამსახურის ცნობით, 20-ნომრიან სასტუმროში, ამ ეტაპზე 30 ადამიანი დასაქმდა, თუმცა სამომავლოდ სასტუმროს მენეჯმენტი 40-მდე ნომრის დამატებას და დასაქმებულთა გაზრდას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულების უმრავლესობა ადგილობრივია.

სასტუმროში განთავსებულია ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი, ლაუნჯი, საკონფერენციო დარბაზი, მინი კინოთეატრი და ბავშვების ოთახი. ასევე, სასტუმროს ტერიტორიაზეა ორი აუზი, ღია და გადახურული ვერანდა, სათამაშო მოედანი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი.

პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარზე მეტს შეადგენს და პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დააფინანსებს.

გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯვანიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი დაესწრებიან.

,,შიდა ქართლში მსგავსი დონის სასტუმრო პირველია, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური თუ ტურისტული განვითარების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ ქვიშხეთში და სასტუმრო ,,მწერლები“ მიმზიდველი ლოკაცია იქნება, როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის.“ - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები