ახალი ამბები
კასპი ცემენტის მტვერში (VIDEO)
ქალაქ კასპში პერიოდულად ცემენტის მტვერი ქალაქის მასშტაბით ვრცელდება. ამის ამსახველი ვიდეო მოქალაქემ გადაიღო.

ავტორის ინფორმაციით, კადრები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და დღის ერთ კონკრეტულ მონაკვეთს არ არასახვს. ვითარების გასარკვევად ქარხნის ადმინისტრაციასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომრებს არ პასუხებონ.

ჰაიდელბერგცემენტი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე, რომელიც 2006 წლიდან საქართველოში ოპერირებს. 2017 წელს კი საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და ჰანიველ პარტნერსის მიერ ერთობლივად მოხდა ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას წილის 50%-ის შესყიდვა, რათა განხორციელებულიყო კასპის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი.

თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით, ჰაიდელბერგცემენტის კასპის ქარხანაში, საფუძველი ჩაეყარა 100 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტს, რომელიც გულისხმობდა კასპის ცემენტის ქარხნის სრულ მოდერნიზაციას და კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას.

ჰაიდელბერგცემენტი წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტის ბაზარზე. ის ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით და ბეტონით, მეტიც, კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები