ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში სკოლა 469 მოსწავლემ დაამთავრა
დღეს, 17 ივნისს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მე-11 კლასის მოსწავლეები სკოლის დამთავრებას აღნიშნავენ. სააგენტო ,,რესის" ცნობით, კურსდამთავრებულთა საერთო რაოდენობა არის 469.

უმრავლესობა, ამავე სააგენტოს ცნობით, ცხინვალის სკოლებში სწავლობს. რაც შეეხება სოფლების სკოლას, აქ მოსწავლეთა რაოდენობა ძალიან მცირეა.

ერთმა მოსწავლემ დაამთავრა ბეკმარისა და ზახორის სკოლები. მაგალითად, ბეკმარის სკოლაში სულ 23 მოსწავლეა. სკოლა წელს ნატალია ფილიევმა დაამთავრა. ი

სკოლის დირექტორი, ზარინა გაბარაევი ყვევა, რომ ნატალიას სწავლის გაგრძელება სამედიცინო კოლეჯში სურს. ამ სურვილის განხორციელებაში დირექტორი დაეხმარა და ახალ სასწავლო წელს ნატალია უკვე კოლეჯის სტუდენტი იქნება.

რაც შეეხება ზახორის სკოლას, აქაც ერთი კურსდამთავრებულია. მარინა ბუზიევის საპატივსაცემოდ, სკოლის 10-ვე მოსწავლემ ზეიმი გამართა. სკოლის დირექტორის თქმით, მარინა ცხინვალის უნივერსიტეტში რუსული ფილოლოგიის სპეცილობით აპირებს სწავლის გაგრძელებას.

რაც შეეხება სხვა სკოლებს, 2-2 კურსდამთავრებული ჰყავს ქემულთას, სინაგურისა და ახალგორის რუსულ სკოლებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები