ახალი ამბები
20 ივნისიდან უფლისციხის მუზეუმი მუშაობას განაახლებს
20 ივნისიდან უფლისციხის მუზეუმი მუშაობას განაახლებს. შიდა ვიზიტორებისთვის ბილეთის ფასი განახევრდება. განახევრებული ტარიფი ძალაში 3 თვის განმავლობაში იქნება.

აღნიშნულ დეტალებზე უფლისციხის მუზეუმში დღეს იმსჯელეს, სადაც სტუმრად კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკა ანთიძე იმყოფებოდა.

მისი ინფორმაციით, 2021 წლიდან, შიდა ქართლში შემეცნებით-გასართობი სივრცეებიც იქნება ათვისებული.

,,ამოქმედდება მულტიმედიური ექსპოზიციით აღჭურვილი გრაკლიანის არქეოლოგიური მუზეუმი. ტურისტულ მარშრუტებს შეემატება რესტავრირებული და ორიგინალური ატრაქციებით გამრავალფეროვნებული სხვილოს ციხეც." განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები