ახალი ამბები
სარწყავს ვინ ჩივის, სასმელი წყალი არაა - ახალსოფლის დევნილთა დასახლება
შორიდან თეთრი კოტეჯები მოჩანს. აქ ხეებს ჯერ სრულად არ დაუფარავს სახლები. 12 წელი გავიდა ომის შემდეგ, თუმცა ახალსოფლის დევნილთა დასახლებას პირვანდელი იერი ჯერ არ შეუცვლია. აქ არც ხეივნებია გაშენებული და არც ხეხილის ბაღებია იმ ზომის, როგორც სხვაგან, მაგალითად, კარალეთის დევნილთა დასახლებაშია.

აქ მცხოვრელების ეკონომიური მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა. დასახლება მთის ფერდობის ძირასაა გაშენებულია, ავტობანიდან შორსაა. ყურადღებაც ნაკლებია.

,,სასმელი წყალი არ არის, სარწყავს ვინ ჩივის" - გვითხრა რობიზონ ბუზალაძემ, რომელსაც თავდაპირველად გამოველაპარაკეთ. ის თავის სახელოსნოში მუშაობდა და დანებს ლესავდა. ძველ ხელობას მისდევს ისევ.

იგი ამჟამად 64 წლისა, დაიბადა და გაიზარდა ზნაურის (ყორნისის) რაიონის სოფელ ოქონაში. მის ამბავს ისიც ამძიმებს, რომ ომის დაწყების დროს, საკუთარ ძმას, 10 ადამიანთან ერთად ასაფლავებდა
.


Print

სტატიის გამოყენების პირობები