ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევაა - გამოჯანმრთელდა კიდევ 2
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 2 პაციენტი.

დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რიცხვმა 895-მდე მიაღწია. გამოჯანმრთელებულია 741.

19 ივნისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 2855, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 14 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები