ახალი ამბები
გორის 11 სოფლის სკოლების სველი წერტილები სასწრაფოდ მოსაწესრიგებელია - გორის მერია
გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში სველი წერტილები სავალალო მდგომარეობაშია. ამის შესახებ მერიის სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა მოკვლევა დაასრულა.

2020 წლის 15 ივნისს შედგენილი დასკვნის მიხედვით, მოსაწესრიგებელია შემდეგი სოფლების: არბოს; ახალდაბის; ახრისის; ვარიანის; ორთაშენის; სვენეთის; სობისის; ფლავის; ქვემო ხვითის; ქიწნისის და ყელქცეულის სკოლების სველი წერტილები.

გარდა ამისა, ამავე სამსახურის ცნობით, რთული ვითარებაა ქალაქ გორში N7 საჯარო სკოლების შენობების სველი წერტილებში.

გორის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის ცნობით, სოფლების 11 და ქალაქის #7 სკოლაში აღნიშნული პრობლემა ახალ სასწავლო წლის დაწყებამდე მოგვარდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები