ახალი ამბები
გორის პატრულის შეურაცხყოფის გამო მოქალაქემ შენიშვნა მიიღო
30-წლამდე ასაკის მამაკაცმა შენიშვნა მიიღო იმის გამო, რომ გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო, გორის რაიონული სასამართლოში დღეს მას ,,შენიშვნა" მისცეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით, მოქალაქე არ დაემორჩილა პატრულის მოთხოვნას, დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც, მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

სასამართლო პროცესზე,  სამართალდამრღვევად ცნობილმა პირმა ჩადენილი ქმედება გულწრფელად აღიარა, მოინანია და პატიებმა ითხოვა. მოსამართლე დავით პაპუაშვილი მის მიმართ მხოლოდ შენიშვნით შემოიფარგლა.

იხ. ამავე თემაზე:

გორში ,,წესრიგის დამრღვევებმა" ჯარიმის გადახდას იზოლატორში ყოფნა არჩიეს

გორში ღამით წესრიგის დარღვევის ფაქტზე 3 პირი დააკავეს


Print

სტატიის გამოყენების პირობები